სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუამორ კადაფის ოქროს თავი ამბოხებულებმა მისსავე რეზიდენციაში ფეხებით გადათელეს (ვიდეო)

„როიტერის“ ცნობით, ამბოხებულებმა მთლიანად ჩაიგდეს ხელში მუამორ კადაფის რეზიდენცია და ამ დროისთვის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ. ამის შესახებ ლიბიაში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მანამდე ლიბიელმა ამბოხებულებმა ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს, კადაფის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს. ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, რეზიდენციის თავზე კვამლი შეინიშნება, ტრიპოლის ცას ნატო-ს ავიაცია აკონტროლებს.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით კი ამბოხებულები უკვე შეიჭრნენ რეზიდენციაში და მისი მასობრივი ძარცვა დაიწყეს. არსენალიდან იტაცებენ სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის, სნაიპერულ შაშხანებსა და ყუმბარებს. გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, როგორ თელავენ ფეხებით ამბოხებულები კადაფის ბიუსტის მომტვრეულ თავს, რომელიც ოქროსგანაა დამზადებული.
კადაფის რეზიდენცია ბაბ-ალ-აზიზიას რაიონში მდებარეობს. ამბოხებულებმა გუშინ დედაქალაქი ტრიპოლი პრაქტიკულად მთლიანად დაიკავეს, გარდა ბაბ-ალ აზიზიას რაიონისა, რომელიც საგანგებოდ იყო გამაგრებული.
დაზუსტებული ინფორმაცია მუამარ კადაფის ადგილსამყოფელის შესახებ არ არსებობს. ოპოზიცია ეჭვობდა, რომ ლიბიის ლიდერი ბაბ-ალ-აზიზიას რეზიდენციაში იმყოფებოდა, თუმცა, რეზიდენციის აღების შემდეგ ეს ფაქტი არ დადასტურდა. ამბოხებულები ეჭვობენ, რომ პოლკოვნიკმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რეზიდენციაში არსებული უამრავი საიდუმლო გვირაბიდან ერთ-ერთით ისარგებლეს და მიიმალნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100