რუსი ექსპერტი აფხაზეთში რუსული ძალების ზრდის აუცილებლობას ვერ ხედავს
რუსეთში მოღვაწე სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე გოლცი აფხაზეთში რუსული ძალების ზრდის საჭიროებას ვერ ხედავს.
მოსკოვს აფხაზეთში ძალების ზრდის სერიოზული მიზეზები არ აქვს” – მიიჩნევს ინტერნეტ-გამოცემა "Ежедневный журнал"-ის მთავარი რედაქტორი გოლცი.
მისივე აზრით, “ძალების ასეთი ზრდა სამხედრო მიზნებით გამოწვეული ვერ იქნება”.
“საქართველოსგან ამ ეტაპზე აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის არანაირი საფრთხე არ მომდინარეობს: არ ჩანს არანაირი მზადება და სამხედრო რიტორიკა. ძალების ასეთი ზრდა კითხვის ნიშნის ქვეშაა პოლიტიკური ან პოლიციური თვალსაზრისითაც. რაიმე განსაკუთრებული მღელვარება არჩევნებთან დაკავშირებით არც თავად აფხაზეთში შეინიშნება. ასე, რომ, სამხედრო კონტინგენტის მსგავსი ზრდის შესაძლებლობა საეჭვოდ მეჩვენება” – განაცხადა გოლცმა.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის დღემდე არ არის გადაწყვეტილი ტერიტორიული დავა, რომელიც მდინარე ფსოუთი გაყოფილ სოფელ აიგბას უკავშირდება, ასევე რიგი საკითხები, რომელიც “დამოუკიდებელი აფხაზეთის” საზღვრებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოში აფხაზეთში დაგეგმილ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მოსკოვი იქ საკუთარი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის 2,3-ჯერ - 1500-დან 3500-მდე გაზრდას გეგმავს.
კომენტარი