ჩარლზ III -მ უარი თქვა ჰარისა და მეგან მარკლის შვილებისთვის "მისი უდიდებულესობის" ტიტულის მიცემაზე: "ამ ფაქტმა წყვილი გააცოფა" - რას წერს უცხოური მედია?
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილები "მისი უდიდებულესობის" წოდებას არ მიიღებენ, რაც ბრიტანეთიდან "გახიზნულ“ წყვილს ძალიან აბრაზებს. პრინცი ჰარის მამა, ჩარლზ III თანახმაა, მისცეს 3 წლის არჩის და 1 წლის ლილიბეთს პრინცის და პრინცესას წოდება, მაგრამ ერთკვირიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, მან უარი თქვა მათთვის "მისი უდიდებულესობის" ტიტულის მიცემაზე. ეს ტიტული არჩის და ლილიბეთის მშობლებსაც ჩამორთმეული აქვთ მას შემდეგ, რაც მათ 2020 წელს სამეფო ოჯახი და დიდი ბრიტანეთი დატოვეს. "ჰარი და მეგანი შეუპოვრები იყვნენ იქიდან მოყოლებული, რაც დედოფალი გარდაიცვალა. ისინი დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ არჩი და ლილიბეთი პრინცი და პრინცესა არიან, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ისინი "მისი უდიდებულესობის ტიტულს" ვერ მიიღებენ, წყვილი გააცოფა“, - ამბობს გამოცემის წყარო. ჯერჯერობით, არჩი და ლილიბეთი, ოფიციალური მემკვიდრეობის ბრძანებაში მხოლოდ ბატონ და მისად მოიხსენიებიან. სამეფო ექსპერტმა, ფილ დამპიერმა MailOnline-ს განუცხადა, რომ ჰარი და მეგანი "კმაყოფილი უნდა იყვნენ შეთავაზებული კლასიკური კომპრომისით“. "მიუხედავად იმისა, რომ მათი შვილები ჯერ კიდევ მაღლა დგანან მემკვიდრეობის ხაზში, ისინი არ იმუშავებენ სამეფო ოჯახში, ამიტომ სწორია, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ სამეფო ტიტულები. ბევრი ფიქრობს, რომ ჰარიმ და მეგანმა თავადაც უნდა დაკარგონ თავიანთი ტიტულები, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიიღონ ეს კომპრომისი და მადლიერებიც კი იყვნენ", - აცხადებს ის.
კომენტარი