"მკურნალობის “ჩაწყობით” დანიშვნა და..." - რატომ ვერ შემოდის კორონავირუსის წამლები საქართველოში და რა ფასებს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის წამლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლების ფასი იმდენად დიდია, რომ საქართველოში შემოტანა და შემდგომში გამოყენება ნაკლებად რეალისტურია.
„კოვიდ საწინააღმდეგო წამლები უკვე არის მაგრამ:
4-მა წამალმა მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოს დროებითი ავტორიზაცია
ეს წამლები ეფექტურია მარტო საკმაოდ მცირე პაციენტების წრისთვის
მაგალითად რეგენერონის კოქტეილი არის ერთ-ერთი პირველი წამალი კოქტეილი, რომელმაც აჩვენა, რომ 100 ადამიანიდან 6 ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
მაგრამ ფასი?! წამლის კოქტეილის ფასი $1300დან – $2700 მდე მერყეობს…. შედარებისთვის ფაიზერის ვაქცინა დაახლოებით $19.5 არის ერთი დოზა და ასტრაზენეკა $2.15, სინოვაკი 29.75 ?!!
დასკვნა თქვენზე იყოს….
ჩემი აზრით კი საქართველოში ამ წამლების შემოტანა და შემდგომში გამოყენება ნაკლებად რეალისტურად მიმაჩნია, რატომ:
ფასი, ლიჯისტიკა, უწყვეტი სამედიცინო განათლების არ არსებობა, მკურნალობის “ჩაწყობით” დანიშვნა და არა სამედიცინო დანიშნულებით …”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
კომენტარი