სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედის გარდაცვალების შემდეგ, ბავშვებმა შეიძლება მამაც დაკარგონ...

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით მოდიან ადამიანები, ვისაც ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვთ. ფონდის არსებობის დღიდან, 5 წლის განმავლობაში, უამრავი სულის შემძვრელი ისტორია მოგვისმენია, ბევრი ტრაგედიის მომსწრენი ვყოფილვართ, მაგრამ კვირაიების ოჯახის უბედურებამ გაგვანადგურა...

გურამსა და ლანას ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევდა. გურამი მუშაობდა, ოჯახს ინახავდა. მაგრამ ოჯახური იდილია ლანას ავადმყოფობამ დაარღვია. ის რამოდენიმე დღეში ინსულტისგან გარდაიცვალა. 10 წლის ბექა, 8 წლის რეზიკო და 7 წლის ლიკა დედიკოს გარეშე დარჩნენ.

ამ დანაკარგის გადატანა ძალიან მძიმე იყო გურამისთვისაც და ბავშვებისთვისაც. მამა ცდილობდა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილიყო, გულში ჩაეკლა ტკივილი და დარდი... დროთა განმალობაში დედის გარეშე ისწავლეს ცხოვრება. მაგრამ ამ დარდმა გურამი გაანადგურა... მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – გლიობლასტომა (თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე). ბოლო თვეებია ის ძალიან ხშირად წევს საავადმყოფოში.

ბავშვებმა მძიმედ გადაიტანეს დედის გარდაცვალება და ახლა შეიძლება მამაც დაკარგონ... „მამიკო ხომ აღარ გტკივა, ხომ კარგად ხარ, ხომ აღარ წახვალ საავადმყოფოში“ – თვალებში უყურებენ და სულ ამას ეკითხებიან მამას...

ისინი ძალიან პატარები არიან იმისთვის, რაც გადაიტანეს და კიდევ რისი გადატანაც მოუწევთ.

ბავშვები მამასთან ერთად ბაგებში, ყოფილ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მძიმე პირობებში ცხოვრობენ. სიცივე და ნესტი გურამის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საკვების უქონლობის და მუდმივი შიმშილის გამო ბავშვებიც ძალიან დასუსტებულები არიან და ხშირად ავადმყოფობენ.

ასე ცხოვრობს კვირაიების ოჯახი ჩვენს გვერდით... ადრე მამიდა ეხმარებოდა. ის გარემოვაჭრეობით არჩენდა გასაჭირში ჩავარდნილ ძმის ოჯახს, მაგრამ რაც გარევაჭრობა აკრძალეს, ოჯახი შემოსავლისა და ლუკმა–პურის გარეშე დარჩა.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უყურადღებოდ ვერ დატოვებს ამ ოჯახს, გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ! გურამს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და წამლები ესაჭიროება, ბავშვებს კი საკვები და ჰიგიენური საშუალებები. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ოჯახს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კვირაიების ოჯახი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/193-kviraia/

მართალია ბავშვებს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ გურამს ტანჯვას შევუმსუბუქებთ და სამ პატარა ანგელოზს მომავლის იმედს ჩავუსახავთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100