სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო ერთვება?

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ბურუსით მოცულ საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. ჯუმბერ ბაჩალეიშვილი ამბობს, რომ მისი სურვილია მისი შვილის პირადი კომპიუტერის გახსნაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთნენ.

ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ის ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს საელჩოსთან მართავს.

"სურვილი მაქვს, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას ნოუთბუქი და დაესწროს ადვოკატი, ასევე, მანქანას, როცა ექსპერტიზაზე გადაიყვანენ დაესწროს ადვოკატი. არ ვენდობი ქვემო ქართლის პოლიციას, მინდა, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს" - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მოთხოვნის საფუძველი ბევრი საეჭვო გარემოებაა, მათ შორის ის, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა.

„21-ე საუკუნეში რატომ ვერ ხერხდება, ეს გასაგებია. შესაძლებელია, მრავალი მიზეზი არსებობდეს, მაინც სახიფათოა. შესაძლებელია, ამას რაიმე ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს. ოჯახს სრულად აინტერესებს ეს ინფორმაციები და ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მომხდარი. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი შეკითხვაა დაკავშირებული ავტომობილის ექსპერტიზასთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩემი დასწრების გარეშე არ მოხდეს ავტომობილზე ექსპერტიზის ჩატარება, რადგან მე მინდა, გარკვეული პირების ჩართულობით შემოწმდეს. გარდა ამისა, არის უამრავი კითხვა, პროტესტი ოჯახის მხრიდან დაკავშირებულია იმ ხელმძღვანელთან, რომელმაც არაადეკვატური ქმედებები განახორციელა“, – განაცხადა მიხეილ რამშვილმა.

რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერეტების ჩართვას, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზაში, ადვოკატის თქმით, ეს საჭიროა, რათა არ მოხდეს გარდაცვლილის კომპიუტერიდან რამე ინფორმაციის განადგურება.

„თვითონ კომპიუტერი და სატელეფონო ზარები მრავალ შეკითხვას ტოვებს. ვეცდებით, დროულად გვქონდეს ისეთი ინფორმაციები, რაც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს, გოგონას გარდაცვალების ფაქტს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100