სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გავრცელდა ვიდეო სადაც ლინდსი ლოჰანმა ადამიანს ავტომობილით დაარტყა (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ლინდსი ლოჰანი, რომელმაც ფეხითმოსიარულეს ავტომობილით დაარტყა.

ჩანაწერი არც თუ ისე მკაფიო, მაგრამ საშუალებას იძლევა ვიხილოთ თუ რა მოხდა 19 სექტემბერს მანჰეტენზე. წითელი ისარი მსახიობის ავტომობილისკენ მიუთითებს.

ვიდეო სამი დღის წინ აიტვირთა. ლინდსის თაყვანისმცემლები კი ირწმუნებიან, რომ ვარსკვლავი აღნიშნულ შემთხვევაში დამნაშავე არ არის. მიუხედავად ამისა, მსახიობს მრავალი ადმაიანი სდებს ბრალს.

ლოჰანის ოფიციალური წარმომადგენელი კი ამ ყოველივეს სრულ სისულელესა და მოგონილ ფაქტებს უწოდებს. „ეს ყოველივე მონტაჟია“, - აღნიშნავენ ლინდსის მეგობრები.

34 წლის ნიუ-იორკის მოქალაქემ კი 19 სექტემბერს სამართალდამცავებს მიმართა და ლინდსის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. იგი ირწმუნება, რომ სწორედ ამ მსახიობმა დააზარალა. აღნიშნული გარემოებების გამო 26 წლის მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100