სკარლეტ იოჰანსონი თავისი შიშველი ფოტოების შესახებ პირველად ალაპარაკდა
ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი გასულ წელს ინტერნეტში მისი შიშველი ფოტოების გამოქვეყნების ფაქტს მედიაში პირველად გამოეხმაურა. ჟურნალ Stylist-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო ძალიან დათრგუნული იყო.
"ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუკეთონ, არა მხოლოდ პოპულარულს. ამ სურათების გამოქვეყნებამ ძალიან ჩაკეტილი გამხადა. ქუჩაში ირგვლივ ვიხედებოდი, მეგონა ყველა ჩემზე ლაპარაკობდა. ჩემს მეგობრებს თვალებში ვერ ვუყურებდი", - აღნიშნა მსახიობმა.
იოჰანსონის შიშველი ფოტოები, რომლებიც მან სააბაზანოში თავად გადაიღო, ჰაკერებმა პირადი კომპიუტერიდან მოპარეს და ინტერნეტში განათავსეს.
კომენტარი