სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რადიკალები ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ - რა ხდება ადგილზე

ამ წუთებში უკიდურესად არის დაძაბული ვითარება, თბილისში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე - ნატა ფერაძის სახლთან პოლიციის ათობით ეკიპაჟია მობილიზებული.

სამოქალაქოო აქტივისტს რადიკალური ჯგუფების ძალები ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ძალადობრივი დაჯგუფების წევრები აქტივისტი აქტივისტის სახლისკენ მიახლოებას ცდილობენ.

შსს აქციის მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

რადიკალური დაჯგუფების წევრები მორალურ ტერორზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ფერაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატზე ლურჯი საღებავი იყო შესხმული. ამის შემდეგ ფერაძის წინააღმდეგ შავი კამპანია დაიწყო და მას სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100