სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ედუარდ შევარდნაძე თავისი ვაჟის შესახებ გავრცელებულ ხმებს არც უარყოფს და არც ადასტურებს

ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც სააგენტო „პირველი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა პაატა შევარდნაძის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად პრესაში მოხსენიების შესახებ, გავრცელებული ხმები არც დაადასტურა და არც უარყო.

ექსპრეზიდენტი არ დაინტერესებულა იმით, თუ ვინ და სად გაავრცელა ეს განცხადება და შეკითხვის შინაარსის მოსმენის შემდეგ მოკლედ განაცხადა: „ჭორებს ვერ ავყვები, ამის დრო არ მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ „ჩვენი საქართველოს“ ლიდერმა, ელისო კილაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საკმაოდ სკანდალური ინფორმაციას გააჟღერა და ამ ინფორმაციის წყაროდ „ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ, ოპოზიციურად განწყობილი პიროვნება“ დაასახელა. სკანდალური თვითონ ის პიროვნებაა, ვისაც, ელისო კილაძის აზრით, ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებს: პაატა ედუარდის ძე შევარდნაძე.

კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ექსპრეზიდენტის ვაჟს, რომელიც ამჟამად იუნესკოში მუშაობს და პარიზში ცხოვრობს, საფრანგეთის დედაქალაქში არაერთხელ, თანაც მანამდე შეხვდა, სანამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100