15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გამოხატული პროტესტის კვალი ქუთაისშიც წაშალეს
15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გამოხატული პროტესტის კვალი ქუთაისშიც წაშალეს. გვიან ღამით კედლებსა და გზებზე დატანილი წარწერები გაასუფთავეს და გადაღებეს.
"ამ ცხოვრების დედაც" - წარწერა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე დაწერეს. სამოქალაქო აქტივისტებმა მოზარდზე პოლიციის შესაძლო ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს, იქამდე კი მესხიშვილის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.
გაწმენდის სამუშაოები მერიის ააიპ "დასუფთავების სამსახურის" მიერ შესრულდა, თუმცა ააიპის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დავალება არ მიუღიათ და წაშლა გეგმიური სამუშაოების ფარგლებში მოხდა.
"სავარაუდოდ, ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულდა, მაგრამ წაშლაზე რამე დავალება არ მიგვიღია. ეს მოხდა გეგმიური სამუშაოების ფარგლებში, რა დროსაც სრულდება გაწმენდა-გასუფთავება. დავალება, რომ ყოფილიყო, ეს წაიშლებოდა ყველგან, წარწერა რამდენიმე ადგილზე დარჩენილია" - განაცხადეს პრესსამსახურში.
ქუთაისში საპროტესტო აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
კომენტარი