სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველა, ვინც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში გაისვარა, ცდილობენ ერთად დაჯგუფებას" - უგულავა სირაძის დაწინაურებაზე

20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე და აქციის რიგით მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელის ვაჟა სირაძის დაწინაურებას „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას თქმით, ეს დანიშვნა დამნაშავე რეჟიმის შესანარჩუნებლად მოხდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მთავარი არის არა ის თუ სად დაინიშნა სირაძე, არამედ ის, რომ მას ნიშნავს გახარია, რომელიც თვითონ არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე დანაშაულებებში და თვითონ უნდა წავიდეს.


„მგლის ხროვას ახასიათებს ისეთი თვისება, რომ რაღაცას რომ ჩაიდენენ, ერთად უნდა იყვნენ, დანაშაულს ახასიათებს ასეთი რაღაც... ყველა ის ადამიანი, ვინც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში გაისვარა, ესე ცდილობენ ერთად დაჯგუფებას. მთავარი ვინმე სირაძე სად დაინიშნება, ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ მას ნიშნავს გახარია, რომელიც თვითონ არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე დანაშაულებებში და თვითონ უნდა წავიდეს. როდესაც დამნაშავე უდგას უწყებას სათავეში, ნებისმიერ დანიშვნა ამას ემსახურება. ანუ, ის არ არის ხალხის საკეთილდღეოდ, წესრიგის დასაცავად, არამედ გარკვეული რეჟიმის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ამიტომ, გახარია უნდა წავიდეს“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100