ვერა ქობალია პრემიერ-მინისტრად ინიშნება, სოფო ნიჟარაძე - კულტურის მინისტრად, ნიკა გილაური ეგზოტიკურ ქვეყანაში მიდის?!
მთავრობაში საკადრო ცვლილებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა საუბრობენ, რომ ბევრი მინისტრობას დაემშვიდობება.
ფდგდფჰდფ
ფდგდფჰდფ
გენერალურ საკადრო წმენდას უკვე ოქტომბრის თვეში ელოდებიან. კულუარებში საუბრობენ, რომ მინისტრების საკმაოდ სოლიდური ნაწილი თანამდებობას დატოვებს. ასევე თანამდებობას დაატოვებინებენ გუბერნატორების და გამგებლების უმეტესობას. ასე რომ, ოქტომბრისთვის მთავრობაში ახალ სახეებს უნდა ველოდოთ.
ფდგდფჰდფ
ფდგდფჰდფ
უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია დაიკავებს. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს კი, ჩვეულებისამებრ, რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში სასწავლებლად გაუშვებენ.
ფდგდფჰდფ
ფდგდფჰდფ
ამჟამად სააკაშვილი ეცდება თავის ირგვლივ ერთგული კადრები შემოიკრიბოს. ამის დასტურია ისიც, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ზურა არსოშვილის კანდიდატურას განიხილავენ. არსოშვილი თავის დროზე დეპუტატი იყო, ასევე გვარდიის სარდალი. ზურაბ არსოშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დროს შიდა ქართლის რეგიონში ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა.
ფდგდფჰდფ
ფდგდფჰდფ
მინისტრის პორტფელს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელსაც დაატოვებინებენ. კვეზერელის გათავისუფლების სერიოზული მიზეზიც არსებობს. პურის ფასი დღითი დღე იზრდება.
ფდგდფჰდფ
ფდგდფჰდფ
ბაკურ კვეზერელის ადგილზე კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. ღვინიაშვილი, როგორც კი კახეთში რთველს ჩაამთავრებს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილს დაიკავებს.
მთავრობაში საკადრო წმენდა ამით არ დამთავრდება. კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას წარმატებული მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეცვლის.
ფდგდფჰდფ
ფდგდფჰდფ
კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ არც ახლანდელ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს დატოვებენ "გულდაწყვეტილს". ოქტომბრისთვის სუბელიანიც მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩება.
ფდგდფჰდფ
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც ვერ შეინარჩუნებს მინისტრის პოსტს. ფაქტობრივად, ამის წინაპირობა უკვე შექმნილია. ხაჩიძის გარემოცვიდან ბევრი უკვე გაათავისუფლეს, ბევრიც დაიჭირეს. მინისტრების გარდა შეიცვლებიან მინისტრის მოადგილეები, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
ფდგდფჰდფ
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც ვერ შეინარჩუნებს მინისტრის პოსტს. ფაქტობრივად, ამის წინაპირობა უკვე შექმნილია. ხაჩიძის გარემოცვიდან ბევრი უკვე გაათავისუფლეს, ბევრიც დაიჭირეს. მინისტრების გარდა შეიცვლებიან მინისტრის მოადგილეები, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
ფდგდფჰდფ
ასევე გათავისუფლება ელოდებათ გუბერნატორებს და გამგებლებს. ბევრი გუბერნატორი მინისტრის ადგილს დაიკავებს, ბევრს შინ გაისტუმრებენ, ბევრიც შესაძლებელია გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
მოკლედ, ოქტომბრისთვის მთავრობაში საკადრო წმენდა გარდაუვალია.
მოკლედ, ოქტომბრისთვის მთავრობაში საკადრო წმენდა გარდაუვალია.
დსფსდგსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი