სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავა: იუმორზე აცრილები არიან ქოცთუხუცესები

გიგი უგულავა ქუთაისში მომხდარ ინციდენტს ფეისბუქის მეშვეობით ეხმაურება.

„ვააა! ღმერთი რჯული ახლა, სამი დღის დაგვიანებით შევიტყვე და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ინკოგნიტო მხარდამჭერს. ასევე მინდა ვთხოვო ასე ნამეტანი წელში ნუ შეუვარდებით. მართალია პლაკატის აწევა სრულიად უწყინარი და ლეგიტიმური რამაა კვერცხების და ბადრიჯნების სროლასთან შედარებით, მაგრამ მაინც არაა საჭირო. იუმორზე აცრილები არიან ქოცთუხუცესები“ - წერს უგულავა

შეგახსენებთ, რომ იმერეთი ნიუსის ცნობით, 2 დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ქუთაისელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას მცირე ინციდენტი მოხდა. „ჩვენი ხმა უგულავას“, ეს სიტყვები ხალხში გაისმა და შესაბამისი წარწერით სურათიც გამოჩნდა. შეხვედრაზე მყოფი აქტივისტები მომხდართან დაკავშირებით აღნიშნავდნენ, რომ ეს „ნაციონალების “ მიერ დაქირავებული ადამიანია, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. აღნიშნულ ფაქტს მცირე ინციდენტიც მოჰყვა, ყვირილი და შეხლა–შემოხლა, თუმცა სიტუაცია ხალხმა მალევე დააწყნარა და აღნიშნულ პიროვნებას ტერიტორია დაატოვებინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100