რკინიგზა: დაიღუპა ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ
თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია საუბარი.
მათივე ცნობით, მატარებელის მგზავრები არ დაშავებულან.
„მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
კომენტარი