სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ჩემი პატარა სოფლისთვის მოიცალა სიკვდილმა” - ბახველი და-ძმა კორონავირუსმა იმსხვერპლა

ჩემი პატარა სოფლისთვის მოიცალა სიკვდილმა, ზედიზედ წაიყვანა საუკეთესო და გამორჩეული ახალგაზრდები, კახა ბოლქვაძე სულ ახალი თავზარდამცემი ტკივილია!!! რამდენიმე დღის წინ მისი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე და ეკა იმსხვერპლა კოვიდმა, ახლა კახა... - ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბახვის სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ დაწერა.

“კახა გამორჩეული იყო თავისი ზნესრულობით, უწესიერესი და უკეთილშობილესი, ღვთისმოსავი, საუცხოო შვილი, საიმედო მეუღლე და დასაყრდენი ვერიკოსთვის და არაჩვეულებრივი მამა ასეთ კახას იცნობდა ყველა. თვალწინ მიდგას როგორ მოჰყავდა საზირებლად ხელში ატატებული მისი მერცხლები.

სიტყვები სადღაც გაფრინდა , ვერ ვახერხებ ნუგეში ვცე სიბერეგამწარებულ მშობლებს, ასევე უპატიოსნეს და უკეთილშობილეს ადამიანებს.ხუთი ობოლი შვილიშვილი დარჩა ეკასგან და კახასგან მათ იმედზე, ძნელია კიარადა უძნელესი… ვუსამძიმრებ ოჯახს, მთელს სოფელს, ბახვის წმინდა ნინოს სახლობის ტაძრის მრევლს, გლოვის დრო დაგვიდგა… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა კახას სულს!” _ დაწერა მზია ვაშალომიძემ.

ეკა ბოლქვაძე კორონავირუსით 3 აგვისტოს გარდაიცვალა, კახა კი დღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100