ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა
ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჰააგის სასამართლომ გამოაქვეყნა.. ცნობილია, რომ ორდერი ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანიმ გამოსცა:
ეს მაღალჩინოსნები არიან:
მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად 2005 წელს დაინიშნა და თანამდებობაზე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე იყო;
გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში.
კომენტარი