ბექა მჭედლიშვილი: პრობლემური სესხის ამომღები კომპანიები შანტაჟს იწყებენ
პრობლემური სესხის ამომღები კომპანიები შანტაჟს იწყებენ-ამის შესახებ კამპანია „არა ონლაინ სესხებს“ ხელმძღვანელმა გადაცემაში 2030 განაცხადა. როგორც ბექა მჭედლიშვილი აღნიშნავს, მიკროსაფინანსო კომპანიის უმრავლესობა მსესხებლისთვის თანხის გადანაწილებას არ თანხმდება და სესხის მაღალ ჯარიმებზე ასვლას ელოდება. იგი ეკონომიკის მინისტრის განცხადებას მიესალმება, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკი ამ სფეროს რეგულაციებში მოქცევას იწყებს.
“როდესაც სესხს იღებ, რა თქმა უნდა ის უნდა დააბრუნო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ფულს არავინ არ გაჩუქებს, მითუმეტეს ბანკი და ონლაინსესხების კომპანია. საერთოდ სხვა საკითხზეა საუბარი, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს... ადამიანს, რომელსაც არ აქვს გადახდის საშუალება, სამსახური დაკარგა, და ფიზიკურად ვეღარ იხდის, ეს ადამიანი იმას არ ამბობს, რომ მე საერთოდ აღარ გადავიხდი ამ ფულს, ითხოვს ელემენტარულ პირობას თანხის გადანაწილებაზე. რეალურად, ზოგი კომპანია მოდის ამაზე, მაგრამ უმრავლესობა არ თანხმდება და სესხის მაღალ ჯარიმებზე ასვლას ელოდება. ამის შემდეგ, ამომღები კომპანიები შანტაჟს იწყებენ.
ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც პირადად ძალიან მაწუხებს ისაა, თუ ადამიანი არ ემალება ამ ონლაინესხების კომპანიას და მერე იურიდიულ კომპანიასთან უწევს შეხება. ელაპარაკება და თხოვს, რომ მიიტანონ სასამართლომდე. ელოდებიან სანამ ავა ძალიან დიდ ჯარიმებზე. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ აღებული 500 ლარის სესხი და ეს სესხი 1000 ლარზე ავიდა, როცა სასამართლომდე მიდგება საქმე, ის მთლიან ჯარიმას აჭრის.
პირადად მქონდა შეხება ერთ-ერთ კრედიტორთან. ჩემს მეგობარს ჰქონდა ასეთი სიტუაცია, რომ ვერ იხდიდა და ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ. მე დაველაპარაკე მის მაგივარად, მაშინვე კივიან და საერთოდ არ გესაუბრებიან“,-აცხადებს ბექა მჭედლიშვილი.
კომენტარი