სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყალტუბოში გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა

წყალტუბოში ახლაგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით გოგონამ სასაფლაოზე თავი ჩამოიხრჩო.

ორი თვის წინ ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში გოგონას შეყვარებული ავტოავარიაში დაიღუპა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

წყალტუბოში გოგონას გარდაცვალების ფაქტი „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100