სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი ქართველი გოგონა მსახიობი არ უნდა იყოს

წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ მხატვრულ ფილმში როლებზე დასამტკიცებლად კასტინგი დღეიდან იწყება. 18-დან 24 წლამდე ასაკის გოგონებს შეუძლიათ დიღომში მდებარე კინოსტუდიის შენობაში გამოცხადდნენ. წმინდა ნინოს როლზე კანდიდატთა შერჩევა სამ დღეს გაგრძელდება. აშშ-ში მოღვაწე რეჟისორს, გია კერესელიძეს ფილმის გადასაღებად კურთხევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან აქვს მიღებული. მისი თქმით, კურთხევამდე პატრიარქს ორი მოთხოვნა ჰქონდა, რომლებსაც რეჟისორიც იზიარებს: წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი პროფესიონალი მსახიობი არ უნდა იყოს და კანდიდატები გადაღებაზე ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე უნდა მივიდნენ. ცნობილია, რომ ფილმში ლევან უჩანეიშვილი და მურმან ჯინორია ითამაშებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100