გიგი უგულავას ციხეში პრობლემები აქვს. რა ფაქტებს ასაჯაროებს მისი ცოლი?
გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„გიგის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ადვოკატებთან თავისუფალ კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს. კარგახანია ამის გამო საქმის მასალების გაცნობაც ვერ მოახერხა, ყოველდღიურად რთულდება ადვოკატებისთვის იმ მასალის მიწოდება რომელიც ამ საქმეებში გიგისთვის თავის დასაცავად მნიშვნელოვანია.
გიგის უფლებები ყოველდღიურად უფრო და უფრო იზღუდება. როგორც ჩანს ივანიშვილის პირადი პატიმარი გიგი ციხიდანაც იმდენად აშინებთ, რომ საკანში საყოფაცხოვრებო პირობებიც მათი " ფანტაზიის" მიხედვით ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით რთულდება.
მინდა იცოდეს ყველამ! დავალების მიმცემმაც და შემსრულებელმაც! გიგის ვერ შეაშინებს და ვერ გატეხავს ვერანაირი შეზღუდვა. როგორც ჩანს ეს ყველაზე მეტად მთავარ მოქალაქეს აწუხებს.“ - წერს კილაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი