სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისინი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტში დაასახელებს

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ასევე ამ კოალიციის გამოკვეთილი სახეები კვლავაც უარს ამბობენ, დაასახელონ ის ტანამდებობები, რომელთა მფლობელთა ვინაობა უკვე გარკვეულია და ეჭვს არ იწვევს. „პოსტ სკრიპტუმში“ სტუმრობისას ირაკლი ალასანიამ არც დაადასტურა და არც უარყო მისი შესაძლო დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. ამის მიუხედავად, „დრონი.ჯი“- რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროდან მოიპოვა იმ პირების სია, ვისაც ბიძინა ივანიშვილი მინისტრების პორტფელებს ჩააბარებს. აქვე დავძენთ, რომ კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან ამ დრომდე გრძელდება და, შესაბამისად, შესაძლოა, რეალობა ყოველწუთს შეიცვალოს, მაგრა, ჩვენი ინფორმაციით, ქვემორე დასახელებულ თანამდებობებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია:

პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი;
ვიცე-სპიკერი - მანანა კობახიძე;
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია;
შს მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100