სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს” გამართავს. არ გამოტოვოთ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.

ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a

Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ღონისძიების სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა:

საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი

გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის

ბიზნესისთვის საჭირო სერვისები

ყიდვის ახალი გამოცდილება

ქართული ენის ტრანსფორმაცია

სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100