სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 თებერვალს რომის პაპი გადადგება

28 თებერვალს რომის პაპი ბენედიქტ XVI გადადგება. ამის შესახებ ”ბიბისი” იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ჯერჯერობით, უცნობია რატომ მიიღო რომის პაპმა მოულოდნელი გადაწყვეტილება.

გავრცელებული ინფორმაციით, პაპმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაწყვიტა გადადგომა. 85 წლის ბენედიქტ XVI 2005 წლის აპრილში აკურთხეს ვატიკანში, იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ. ვატიკანში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომის პაპი საკუთარი სურვილით გადადგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100