სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში პირველად ტარდება პრინტ ფესტივალი

17 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ბათუმი საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს.სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიხსნება პრინტ ფესტივალი სახელწოდებით „LIFESTYLE“-ცხოვრების სტილი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების - ბეჭდვითი მედიის ისეთი დარგების განვითარებასა და პოპულარიზაციას როგორიცაა: ხელით ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტა, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია და გრავიურა.

დღეს, ფესტივალის ორგანიზატორებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა.

„ჩვენი მთავრობის მიზანია ხელი შევუწყოთ ბათუმის კულტურის ცენტრად ჩამოყალიბებასა და კულტურული ტურიზმის განვითარებას, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო პრინტ ფესტივალის ჩატარება.ფესტივალი საშუალებას იძლევა პროექტი ჩატარდეს როგორც საგამოფენო სივრცეში, ასევე გასცდეს მის ფარგლებს“ - აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ინგლისის, გერმანიის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები.

ფესტივალის პარალელურად გაიმართება ვორქშოფები, ასევე პრინტის, კერამიკისა და ტექსტილის სინთეზის პრეზენტაციები.

საერთაშორისო პრინტ ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ასოციაციის „არტ კავკასია“ ორგანიზებით გაიმართება.

18 აგვისტოს,18:00 საათზე ფესტივალი გაიხსნება ხელოვნების მუზეუმში, ხოლო 19 აგვისტოს, 19:00 საათზე - ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100