გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა - მეგობარი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს
შსს-მ კასპის რაიონში 2005 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.
შსს-ს
შიდა ქართლის
სამხარეო მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა
და ასევე
შიდა ქართლისა
და მცხეთა-მთიანეთის საოლქო
პროკურატურის თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად,
1973 წელს დაბადებული
ირმა ნ.
განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს
ინფორმაციით,
გამოძიებამ
დაადგინა,
რომ დაკავებულმა
2005 წელს
კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, შურისძიების მოტივით, "მაკაროვის"
სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი.
"კვალის
დაფარვის მიზნით ირმა ნ-მ გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ირმა ნ. 2005 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელი-გვარით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს. შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნულ პიროვნებას ხაშურში მიაკვლიეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს",
- აცხადებენ
სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი