რესტორან "იმერულ ეზოში" მოწამლული 9 ადამიანი - მწვავე ინტოქსიკაციით გადაყვანილ პაციენტებს შორის ერთი არასრულწლოვანია
რესტორან
"იმერულ
ეზოში" მოწამლული 9 ადამიანი
- მწვავე
ინტოქსიკაციით გუშინ
ნატახტარიდან ცხრავე,
მათ შორის
ერთი არასრულწლოვანი,
ინფექციურ საავადმყოფოში
სასწრაფო დახმარების
სამსახურმა გადაიყვანა.
პაციენტებს
ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
რესტორნის
თანამშრომლები მოწამვლის ფაქტს უარყოფენ.
სურსათის
უვნებლობის სამსახურში კი ამბობენ, რომ სამსახური რესტორანში არაგეგმიურ ინსპექტირებას განახორციელებს და კანონით დადგენილი პროცედურებით იხელმძღვანელებს.
„არანაირი
დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს იმის, რომ იმერულ ეზოში მირთმეული პროდუქტის შედეგად განხორციელდა მოწამვლა. სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები არ იმყოფებიან ჯერჯერობით ჩვენს ობიექტზე, ალბათ გავრცელებული ჭორია. თუ ინებებენ და სურვილი ექნებათ შემოსვლის, მზად ვართ,“-განაცხადა ”იმერული ეზოს” ფინანსისტმა ირაკლი ხევცურიანმა.
კომენტარი