სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“გასართობად მოვიდა ჩემთან დააა – აი, მანდ დაგვენძრა… ვერასდროს გათხოვდება, მას ერთადერთი ქმარი ჰყავდა… მერვე საოცრება მოვახდინეთ – კესო და სუხო, ლეგენდად დარჩებიან”

გასართობად მოვიდა ჩემთან დააა – აი, მანდ დაგვენძრა… ვერასდროს გათხოვდება, მას ერთადერთი ქმარი ჰყავდა… მეამაყება, რომ მე სუხო ვარ და მაგარი ტიპი ვარ, მერვე საოცრება მოვახდინეთ – კესო და სუხო, ლეგენდად დარჩებიან”…

ყველაზე სკანდალური და არ­აორდინარული თბილისური „ლავ სთორი“ დასრულდა. ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ტრან­სსექსუალ კესო–ბესოს მეუღლე გაშორდა. კესარია და სუხო, იგ­ივე სულხან მღებრიშვილი, დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობენ, უფრო მეტიც, სუხოს ახლა ახალი რო­მანი აქვს, ჩვეულებრივ ქალთან…

„კესოსთან არანაირი ურთი­ერთობა არა მაქვს, არც სასი­ყვარულო, არც მეგობრული. ის თავისთვის არის, მე ჩემთვის… დავამთავრეთ!“ -ამბობს სუხო და „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინ­ტერვიუს აძლევს, ექსკლუზიურ­ად პირად დეტალებზე.

„დადებითიც და უარყოფ­ითიც ის მაქვს, რომ სუხო ვარ. ყველაფერში პირველობა მიყვ­არს. ამიტომ, არც არაფერს შე­ვუშინდი და კესო ცოლად მოვი­ყვანე“…

ასე დაიწყო სუხომ გუ­ლახდილი ინტერვიუ, რომელზეც არაერთი ქართული გამოცემა ნა­დირობდა. სულხან მღებრიშვილი 29 წლის თბილისელი ახალგა­ზრდაა, უყვარს კლუბებში სიარ­ული, „ტუსევკები“, კონიაკი „ჯეკ დენიელსი“ და ვაშლის წვენი. დი­დი სიყვარული უკვე გამოსცადა. „კესოსთან ვიპოვნე ჭეშმარიტი სიყვარული. დავცილდით და დეპრესიაში ვარ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ლეგენდად დარჩ­ება…“

კესომდე პრესას არ კითხულ­ობდა, გაზეთების კითხვა, კესოს მერე დაიწყო, უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც მის არატრადიცი­ულ სიყვარულზე „პრაიმტაიმმა“ პირველი და ქართული პრესის ისტორიაში უპრეცედენტო სტ­ატია დაბეჭდა. სწორედ ამიტომ აირჩია სუხომ „პრაიმტაიმი“…

თუმცა ინტერვიუს დაწყებამდე ორიენტაციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებაც მოაყოლა.

-ტრანსვესტიტი არის კაცი, რომელსაც ქალის ტანსაცმელში სიარული უყვარს. ევასება კაბა, ტრუსი, ლიფი. კესო ტრანსვეს­ ტისტი არ არის, კესო ტრანსსექ­სუალია. ტრანსსექსუალი არის ადამიანი, რომლის ფსიქოლოგ­იური სქესი არ ემთხვევა ბიოლ­ოგიურს. მთავარი კი ფსიქოლოგ­იური სქესია, რომელიც გონებით განისაზღვრება.

-კესო რომ ქალის ტანსაცმე­ლში დადის?

– ქალია და იმიტომ დადის. ას­ეთ გაზეთში, რომ მუშაობ, ამის შესახებ უნდა იცოდე ჩემო, კა­რგო. რატომ ვერ ერკვევით ორ­იენტაციაში მიკვირს. სირცხვილ­ია, ტეხავს. მთელი ჩემი ცხოვრე­ბა ჰეტერო ვიყავი. „პრაიმტაიმი“ მიწერს, რომ გეი ვარ, რატომ?

– მამაკაცს, რომელიც კესო­სთან ერთად ცხოვრობს, რა ჰქ­ვია?

– კესო ქალია. მე ჰეტერო ვარ… დღემდე იმას ვიძახი, რომ ქალთან ვცხოვრობდი. ახლაც ვამბობ, კესო ყოველთვის ასპრ­ოცენტიანი ქალი იყო ჩემთვის და ყოველთვის ქალად დარჩება. ვისაც ეჭვი ეპარება ეს (შუა თითი) მიიღოს ყველამ. ყველამ თავის ტრაკს უნდა მიხედოს. ქართული მენტალიტეტი ძალიან კარგად ვიცი. აქ დავიბადე და აქ გავიზა­რდე. მაგრამ მინდა ყველამ იც­ოდეს – კესო ძალიან მიყვარდა, ძალიან მიყვარს და სულ მეყვარ­ება. მე ვარ ქართველი, რომელიც ამას აღიარებს. მე ვარ სუხო და ეს გავაკეთე. კესო ჩემს ცოლად ვაღიარე. ყველას წინააღმდეგ წა­ვედი და ჩემი საქციელით მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი მაინც გადავიკიდე.

– ინტერვიუმდე მითხარი, რომ ამ საქციელით დედასაც გული ვატკინეო, მაგრამ შენ მა­ინც გადადგი ეს ნაბიჯი და ყურა­დღება არავის მიაქციე…

– ჩემს მშობლებს დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებააა. ვაკეთებ იმას, რაც მინდა! ვისთანაც მინდოდა ცხოვრება, იმასთან ვიცხ­ოვრე. მეეე – არის ჩემთვის მთავარი. და ყოველთვის ისე იქნება, როგო­რც მინდა. საქართველოც მიყვარს და კესოც! თუმცა, დღეს ერთად არ ვართ. არც აღარასდროს ვიქნებით. რით ვარ იცი ბედნიერი? 29 წლისას რომ ასეთი სიყვარული მქონდა. კე­სოსაც ისე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს.

– რა უცნაურია და ერთად არ ხართ, რატომ?

– რთული საკითხია. ჩემსავით არ­ ის კესოც. ხან ბობოქრობდა, ხან არა. ჩვენი დაშორება იმანაც გამოიწვია, რომ ორივეს ურთულესი ხასიათი გვაქვს. ძალიან ჯიუტი ვარ, კესოც ჯიუტია.

– ასე თქვეს „სიმართლის დრ­ომ“ იქონია გავლენა და იმიტომ დასცილდნენ ერთმანეთსო.

– აბსოლუტური სისულელეა. „სი­მართლის დროში“ ნანკას მიახურა და ეგ არის. ნანკა თავისი ჭკუით, ვი­თომ პირიქით აპირებდა.

– ნანკას ორიენტაციასთან და­კავშირებით, რატომ ჰკითხა კე­სომ?

– კესო სულ მეუბნებოდა, ნანკას რაღაც კაცური გამოხედვა აქვსო.

– დაშორების კონკრეტული მი­ზეზი რა არის?

– ყველაფერს ბაზრობს დეგენე­რატი და იდიოტი. როგორ ფიქრობ სუხო ისეთი დებილია, ყველაფერი გითხრას? მაგას ვჭამ?

– სად გაიცანი კესო და როგორი ცოლი იყო?

– უმაგრესი, იდეალური. სამს­ახურიდან სახლში დაბრუნებულს საჭმელებიც მხვდებოდა და სიურპრიზებიც. მაგრამ სიურპრიზის თემა ძალიან ინტიმურია. თევზეუ­ლი და ზღვის პროდუქტი მიყვარს. ბევრჯერ დაუხვედრებია შემწვარი თევზი. ყოველთვის იცოდა მე რა მინდოდა. გრძნობდა. ერთად ერთი წელი ვიცხოვრეთ. ლესელიძეზე ბა­რში გავიცანი. მერე ტელეფონით დავუკავშირდით ერთმანეთს. ეს არ ყოფილა ერთი ნახვით შეყვარება. სიყვარული ნელ-ნელა შემოიპარა. თავიდან მეც გასართობად დავურე­კე და კესოც გასართობად მოვიდა ჩემთან. დააა, როგორც კესო იტყვ­ის – აი, მანდ დაგვენძრა. გავაკეთეთ სასწაული. თბილისის პირობაზე მერვე საოცრება მოვახდინეთ. საქართველო სულ რომ ამსტერდამი გახდეს. კესო და სუხო ლეგენდად დარჩებიან.

– შენ მგონი ამით ამაყობ კი­დეც?

-კი, ვამაყობ და არც ვმალავ ამ­ას. მახსენდება, კესოს დაბადების დღეზე უზარმაზარი ჰოლანდიული ვარდები ვაჩუქე, 22 ცალი. ბათუმში ვისვენებდით მაშინ.

-კიდევ რა გეამაყება შენი?

– ეგ მე ვიცი. მეამაყება, რომ მე სუხო ვარ და მაგარი ტიპი ვარ.

– ასე თუ ისე, კესოს არსებობამ შარში გაგხვია.

-კი, მაგრამ არასდროს მინანია. არასდროს!

– პირველი ცოლთან რამდენი წელი იცხოვრე?

– პირველთან ნახევარი წელი ვი­ცხოვრე. რვა წლის გოგონა მყავს.

– შენ ვერ გიძლებენ ქალები, თუ შენ ვერ უძლებ მათ?

– მე ვერ მიძლებენ. მძიმე, ცვალ­ებადი და უცნაური ხასიათი მაქვს.

– შეიძლება გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში ქალი, რომელიც კე­სოს შემდეგ თავდავიწყებით შეგიყვარდება და ცოლად შეირთავ?

– არა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალი მყავს, კესოზე მეტად არ­ავინ შემიყვარდება.

– ეს სხვა ქალი ხომ არ იყო თქ­ვენი დაშორების მიზეზი?

– რას ლაპარაკობ, ღადაობ? რა სისულელეა. ჩვენი დაშორების მი­ზეზი არავინ ყოფილა.

– ისე კესომ თქვა „სიმართლის დროში“, რომ შენ ბევრად ეჭვიანი ხარ ვიდრე კესო. ამ ეჭვიანობასაც ხომ არ დავაბრალოდ თქვენი და­ცილება?

– ეჭვიანი ვარ, ვაღიარებ. მაგრამ არც ეჭვიანობა არ ყოფილა ჩვენი დაშორების მიზეზი.

– ე.ი. მოტყდი სუხო, ვერ გაუძ­ელი ამ ყველაფერს და ფარ-ხმალი დაყარე?

– არააა. ისევ ვამბობ, კესოსთან მქონდა უდიდესი სიყვარული. მაგრ­ამ ადრე თუ გვიან ყველაფერი ინგრ­ევა. დიდი სიყვარულიც კი. არ არის გასაკვირი, რომ ისეთ ქვეყანაში, რო­გორიც საქართველოა მე და კესოს სიყვარულიც დაინგრა.

– კესო რომ გათხოვდეს რა რე­აქცია გექნება? – კესო ვერასდროს გათხოვდება. მას ერთადერთი ქმარი ჰყავდა – სუ­ხო!

– სხვა სუხო რომ გამოჩნდეს?

– საქართველოში სხვა სუხო ვერ გამოჩნდება. იმიტომ, რომ სუხო ერთადერთია… უცხოეთში თუ წავა, ხო… ჩვენი ამბავი, რომ გაბაზრდა უცხოეთიდან მირეკავდნენ და მწერდნენ ქართველე­ბიც და უცხო­ელებიც.

– რას გწ­ერდნენ, ხომ არ გაგიჟდი ბიჭოო?

– არა. არ გვ­ეგონა საქართ­ველოში ისეთი მაგარი კაცი თუ ცხოვრობდა, ვინც ამდენს გა­ქაჩავდაო. მე გა­ვქაჩე…

– სანამ კესო გამოჩნდებო­და და შეგიყვარდებოდა, სხვას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა შენი რეაქცია, როგორი იქნებოდა?

– ოოოოოოო, ამაზე არ მიფი­ქრია. პირდაპირ გეუბნები არ მა­ქვს პასუხი. რთული საკითხია.

-კესომ იცის ამ ქალის შესა­ხებ? ჯობია მას ფიზიკურად?

-კესომ არა, საიდან უნდა იც­ოდეს? ამ ქალმა იცის კესოს შე­სახებ. მაგრამ გამოჩენა არ უნდა. არც არის საჭირო, რომ გამოჩნ­დეს. როცა თქვენთან ინტერვიუ­ზე მოვდიოდი, მთხოვა „ტონკად“ იბაზრეო. მე ბანძ ქალებთან არ დავდივარ. პირველი ცოლი და­ცემა ქალი მყავდა, ასევე კესოც და ეს ქალიც დაცემა ქალია.

– ე.ი. კესოსთან ურთიერთო­ბამ მოგიტანა დიდი სიყვარ­ული, ხალხის გადაკიდება და პოპულარობაც.

– რომელიც მე არაფერში მჭ­ირდება. თავისთავად მოვიდა. მე კესო პოპულარობისთვის კი არა, სიყვარულისთვის მჭირდებოდა.

ავტორი: დეა თავბერიძე.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N52(10)-ის არქივიდან 2010 წ.)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100