სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 დღე „თბილისიმარათონამდე“

რიგით მეორე მასშტაბური ნახევარმარათონი სტარტს ხვალ აიღებს

ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რიგით მეორე მასშტაბური ღონისძიება „თბილისიმარათონი“ სტარტს 10:00 საათზე აიღებს.

დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ივენთ ჰოლი, მის: მელიქიშვილის ქუჩა N1) წინ 20:00 საათამდე გახსნილიათბილისიმარათონისსტენდი, სადაც შესაძლებელია მსურველების ადგილზე დარეგისტრირება. ნახევარმარათონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 25 ოქტომბერს, 00:00 საათამდე გაგრძელდება. და თუ თქვენ, ჯერ კიდევ არ ხართ დარეგისტრირებული, გეძლევათ კიდევ ერთი შანსი ჩაერთოთ, გახდეთ მარათონელი და ქველმოქმედი!

ნომრების გაცემა მოხდება დღეს (12:00 - 20:00) და 26 ოქტომბერს (08:00 - 09:00) პარალელურად შესაძლებელი იქნება ადგილზე რეგისტრაციაც. (ცხელი ხაზი: +99532 2 36 83 23)

თბილისიმარათონის დღის პროგრამა:

08:00 – 09:00 ადგილზე რეგისტრაცია და ნომრების გაცემა

09:00 - საავტომობილო მოძრაობის შეწყვეტა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე

10:00 - სტარტი

14:00 - ფინიში

14:00 – 18:00

• „სპაგეტი-ფართი

ცივი ლუდი

ბენდი

15:00 - დაჯილდოვების ცერემონიალი

ნახევარმარათონში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის თანამშრომლები, საელჩოებისა და სამინისტროების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები. ნახევარმარათონზე მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკია 16+ . ყველა მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით და მონაწილეობა მიიღოს ნახევარმარათონში - www.tbilisimarathon.ge

რეგისტრაციის თანხა შეადგენს 10 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების (OSMP) საშუალებით. „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, მონაწილე ხდება ქველმოქმედების, რადგან რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ ირიცხება და შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად გროვდება.

პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით ხორციელდება. კომპანიის მთავარ ამოცანას ქვეყანაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, კერძოდ სპორტული ღონისძიებების – მარათონების, ნახევარმარათონებისა და გარბენების დამკვიდრება და ამ აქტივობებში საზოგადოების მასობრივი ჩართულება წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ "თბილისიმარათონზე" გამარჯვებულთა გამოვლენა მსოფლიოში აპრობირებული წესების დაცვით განხორციელდება, რასაც ორგანიზებას გერმანული კომპანია Mika Timing “Official Timekeeping and Data Processing” გაუწევს. ნახევარმარათონზე (21.0975 კმ.) თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, სადაც ფინიშის გადაკვეთის დრო სრული სიზუსტით დაფიქსირედება. დათვლის სისტემის გამართულად მუშაობისთვის გერმანიიდან, ქ. კიოლნიდან ჩამოდის კომპანია Mika Timing -ის სამუშაო გუნდი. Mika Timing სერვისი “Official Timekeeping and Data Processing” გამოცდილია შტუდგარდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბერლინის მარათონებზე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 54 საპრიზო კატეგორიაში http://tbilisimarathon.ge/user/geo/209/ . საერთო შედეგების შეჯამებით კი გაირკვევა 3 ყველაზე სწრაფი კომპანია ან გუნდი! ასე რომ, ჩაერთე, გაიმარჯვე და ამავდროულად გახდი ქველმოქმედ

„კატეგორიების ამგვარი დაყოფა ყველა მონაწილეს, მოყვარულს თუ პროფესიონალს თანაბარ შანსს აძლევს გახდეს ერთ-ერთი გამარჯვებული, თუმცა მოგეხსენებათ, ნებისმიერი მარათონელისთვის მთავარი მიზანი არა გამარჯვება, არამედ ფინიშის ხაზის გადაკვეთაა! თითოეული მარათონელი ხდება ქველმოქმედი და საქართველოში მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილების -ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხარდამჭერი. ყველას მოგიწოდებთ, მივყვეთ მსოფლიოს განვითარების ეტაპებს, რადგან ვთვლი რომ საქართველოც არის ის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში აქტუალური სპორტული ღონისძიება უნდა განვითარდეს. ჰაიდელბერგცემენტის ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მივყვეთ მსოფლიოს... „თბილისიმარათონი“ უკვე საერთაშორისო და ტრადიციული ღონისძიებაა! დარეგისტრირდით დროულად!“ - ამბობს ჰაიდელბერგცემენტის კომუნიკაციების მენეჯერი, ნინო სუბელიანი.

თბილისიმარათონი პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა. მარათონში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მრავალი უცხოელი სტუმარი - საელჩოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები. შარშან შემოსული თანხა გაორმაგდა ჰაიდელბერგცემენტის მიერ და 10 000 ლარი საქველმოქმედო ფონდიავნანაშითბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებში მცხოვრებბენეფიციარების დასახმარებლად გადაირიცხა. „თბილისიმარათონი“ გახდა ტრადიციული და საერთაშორისო ღონისძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100