„სამზე მეტს დალევ, იქვე „ინფო 9“-დ გადაიქცევი...“ - მძღოლი თანამშრომლებს ამხელს (ვიდეო)
„მეცხრე არხთან“ დაძმობილებული „ინფო 9“ რომ სიცრუის პროპაგანდას ეწევა, მანამდეც ბევრჯერ გვიმხელია, მაგრამ დღეს რაც მოხდა, იმან ნამდვილად გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს. გუშინ „ინფო 9“-მ რიხით აუწყა მაყურებელს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა „ინფო 9“-ის მძღოლი სერგო ტეტუნაშვილი სცემეს. მძღოლი სიუჟეტში ჰყვებოდა: „გადმოცვივდნენ მანქანიდან, ათამდე იყვნენ და ესენი იყვნენ ნაციონალები. მცემეს. აი, რატომ მცემეს, ვერ გეტყვით, მაგრამ მცემეს...“.
რა თქმა უნდა, ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც და მეოცნებეებმა ის იმის „დასამტკიცებლად“ გამოიყენეს, როგორ დევნის ხელისუფლება, მმართველი პარტია ოპოზიციური მედიასაშუალების თანამშრომლებს.
გაურკვეველია, „ინფო 9“-ის მძღოლი სინდისმა შეაწუხა თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ დღეს მან ITV-სთან საუბარში უარყო გუშინდელი განცხადება და აღნიშნა, რომ პირები, ვინც მას სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გაუსწორდნენ, მისთვის უცნობია, ხოლო „ინფო 9“-ის თანამშრომლის ნოდარ სხირტლაძის დაჟინებული თხოვნით „ინფო 9“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი ნაციონალები იყვნენ. „ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. სამჯერ გავუმეორე, რომ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ სხირტლაძემ მითხრა, ნაციონალები იყვნენ, კაცო - ასე თქვიო...“, - აცხადებს ტეტუნაშვილი.
კომენტარი