სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციური პარტიები ამაოდ გაისარჯნენ?!

რვა ოპოზიციურმა პარტიამ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზნით, 130 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა შეაგროვა, ცვლილებების პროექტს საკანონმდებლო ინიციატივის სახე მისცა და რამდენიმე დღის წინ პარლამენტში შეიტანა კიდეც. პარტიები დღემდე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის პასუხის მოლოდინში იყვნენ.
სდფჯსკდლფჯკლსდფკლს
ამ დროისთვის კი უკვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 130 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების პროცესი დაასრულა. პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიათა საინიციატივო ჯგუფს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
სდფჯსკდლფჯკლსდფკლს
"წარმოდგენილ ფურცლებზე საინიციატივო ჯგუფის წევრების ხელმოწერები არ არის დამოწმებული ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში. ეს პირობა შესრულებული არ არის, ამიტომ რეგლამენტით ყველა ხელმოწერა ბათილად იქნება მიჩნეული", - განაცხადეს კომიტეტში.
სდფჯსკდლფჯკლსდფკლს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე აი, სწორედ ამ მიზეზით უთხრა უარი. "ეროვნული ფორუმი" კი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისგან ამ დრომდე ოფიციალურ წერილს ელოდება. "ფორუმის" პოზიცია და შემდგომი ნაბიჯები საზოგადოებისთვის მხოლოდ აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
სდფჯსკდლფჯკლსდფკლს
"იმ საკითხზე, რაც საპროცედურო კომიტეტმა განიხილა, არაფერი შეცვლილა, კომიტეტის ოფიციალურ წერილს ჯერ კიდევ ველოდებით, საინტერესოა, რა პასუხი იქნება ოფიციალურად გაცემული კომიტეტის წერილში. ჩვენი გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ გვაქვს მიმართვა გაგზავნილი პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და პასუხს ველოდებით. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ მოლოდინის რეჟიმი დიდხანს არ გაგრძელდება. პარტიის გეგმები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განუცხადა "დრონი.ჯი"-ს "ეროვნული ფორუმის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს შეცვლაზე საბოლოოდ უარის მიღების შემთხვევაში, "ეროვნული ფორუმი" დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს და საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებს. ზოგიერთი ოპოზიციონერის აზრით, ამ აქციებს შედეგად საპარლამენტო არჩევნები მოყვება. საბოლოოდ კი, "ფორუმი" ხელისუფლებისგან მოტყუებული დარჩება. პარლამენტში 40 ფსევდო ოპოზიციონერი შევა, ხელისუფლება კი, კვლავ უმრავლესობით მოგვევლინება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100