თბილისის აეროპორტში ნიკოლა სარკოზის მიხეილ სააკაშვილი დახვდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანგ კოლეგას აეროპორტში პირადად დახვდა. პროტოკოლით გათვალისწინებული დახვედრის ცერემონიალის შემდეგ პრეზიდენტები თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, საიდანაც მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ. - ეს ინფორმაცია "ფეისბუქში" საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
კომენტარი