სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოცნება ესაა კაცი-აჩრდილი და ლანდი - ხუხაშვილი!"

ვინაა ტორეადორი? - ამ სათაურით რელიგიათმცოდნეობის მაგისტრი, ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზელიმხან უძილაური საქართველოში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ მოსაზრებას, "ფეისბუქზე" აქვეყნებს. ზელიმხან უძილაურის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


"ქართულ საზოგადოებას როგორც გიჟ ხარს, ისე უფრიალებენ დათა ახალაიას წერილს!

სულ ერთია იდეაც, ავტორიც, დაპირებაც და პირებიც, ვინც ეს ავანტიურა მოიფიქრა(თვითონ დათა, ხუხაშვილი, ბიძინა, ქაჯი, ეშმაკი თუ ყველა ერთად?), წერილი ცრუობს!

ცრუობს, რადგან ბოროტობს, ინფანტილური ფრაზეოლოგიის გამოყენებით ცდილობს სხვისი ძირის გამოთხრას!

ერთი რამ ხომ უდავოა, რომ ეს ოცნების ინტერესებშია!

გამოდის, რომ "ოცნება" ცოცხლობს და იმარჯვებს სხვისი ნეგატივების, ცოცხების და ღოჯების გამოჩენის წყალობით!

ხომ არაა თვითონ ის ბუტაფორია ან მკვრადშობილი პოლიტიკური გვამი და მისი მომხრეები ბიძინას ფულის ხათრით არ ხვდებიან ამას? ანუ თვალთმაქცობენ!

საკუთარი პოზიტივი, ცოცხალი და კრეატიული ჯერ არაფერი სჩანს ე.წ ქოცებისგან და როგორ დავიჯერო, რომ საქმე ცოცხალ და შემოქმედებით პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს? ასე გუშინწინ მავზოლეუმის ლენინსაც უმრავლესობა ემხრობოდა, თანაც რამხელა ქვეყნის! :)

...ყოველშემთხვევაში, არაპიროვნული და არაცოცხალი ძალაა.

მათ არავინ ებრძვის. ებრძვიან იმას, ვინც ცოცხალია ანუ ნაციონალებს!

მოკლედ, ჩვენი პოლიტიკური იგავის ისტორია ასე დამთავრდება:

ოცნება ხაფანგებს აგებდა, აგებს და საბოლოოდ ყველაფერს წააგებს!

არამარტო ნაციონალი, ყველა მოიგებს, ვინც ამას გაიგებს!

19 აპრილს განმანათლებლური მიტინგია! ოცნება" ოცნება კი არა, აჩრდილია.

ოცნება ესაა კაცი-აჩრდილი და ლანდი - ხუხაშვილი!

ბიძინა ორმაგი აჩრდილია: საკუთარი ფულისა და სსრკ - სი;

"ოცნებას" სურს, საქართველო მისსავე აჩრდილად აქციოს და წარსულში დააბრუნოს!

ოცნებამ ახალაიები და ვერულაშვილები აჩრდილებად აქცია, რათა ისინი ობობასავით გამოხრას!

ეს აჩრდილი იკვებება მხოლოდ ნამკვდრევით!

"ოცნებამ" ეკლესიაც კი თავისნაირ აჩრდილად აქცია, ადრე წვერიანები "დაგმე მიშას" მაინც იძახდნენ, ახლა სულ ჩაკვდნენ! :)

ირგვლივ ბნელა. მზე, სინათლე, საღი განსჯა, სამშობლოს სიყვარული... ყველაფერი აჩრდილმა დაფარა!

ის ანგარებიანი აჩრდილია, ზოგი ამბობს, მახრჩობელაო, მაგრამ ნუ გეშინიათ!

ის ძლიერია, რადგან ჩვენ მისი გვეშინია! სინამდვილეში აჩრდილი მკვდარია, ის ზომბია, ლენინაა და არარაობა!

უარი აჩრდილს!

ვაშა სიცოცხლეს, ნათელს და რწმენას, რომ ჩვენ აჩრდილს მოვერევით და გავიმარჯვებთ!!!
ამინ!", – წერს "ფეისბუქზე უძილაური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100