სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქსენია სობჩაკი ჟირინოვსკიმ პიდაპირ ეთერში ატირა - პრეზიდენტობის კანდიდატები ერთის წინააღმდეგ

რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო დებატები 14 მარტს ტელეკომპანია „Россия 1“-ის პირდაპირ ეთერში წინასაარჩევნო დებატები მიმდინარეობდა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატები ქსენია სობჩაკი და ვლადიმერ ჟირინოვსკიც იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც სობჩაკმა აღნიშნა, კანდიდატები არა პუტინის, არამედ მის წინააღმდეგ იბრძვიან. ჟირინოვსკი ქსენიას მისამართით ისროდა რეპლიკებს: „დააბრუნეთ ეს ქალი საბავშვო ბაღში“; „დასვით ვინმემ ქოთანზე“ და ა.შ. ქსენიამ გადაცემის წამყვანს ვლადიმერ სოლოვიევს მოსთხოვა, რომ ჟირინოვსკი გაეჩუმებინა, რადგან ის სობჩაკს ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა სოლოვიევმა ქალს უთხრა, რომ ვერ გააწყვეტინებდა სიტყვას რომელიმე კანდიდატს.

„დაუძახეთ ფსიქიატრს და თეთრი ხალათი ჩააცვით ამ ქალს. იტირე ქსენია, იტირე, დედიკო მალე მოვა“ - არ ჩერდებოდა ჟირინოვსკი. სობჩაკმა ემოციები ვეღარ დამალა, ატირდა და სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100