ანდერს ბრეივიკი სრულ იზოლაციაშია
ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის მიმართ, რომელმაც 22 ივლისს კუნძულ უტოაზე საშინელი სასაკლაო მოაწყო, ნორვეგიის მართლმსაჯულებამ დამატებითი შეზღუდვის ზომები მიიღო: იგი სრულ იზოლაციაში იქნება. ციხეში ყოფნის განმავლობაში მას არ ექნება საშუალება, ეკონტაქტოს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მათ შორის, არც წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ნორვეგიის კანონმდებლობა დაკავებული პირის იზოლაციაში ყოფნის მაქსიმალურ ვადად ორ კვირას ითვალისწინებს, მაგრამ ანდერს ბრეივიკის მიმართ გამონაკლისი დაუშვეს.
კომენტარი