სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რე|ბანკი მომხმარებელს განახლებულ ტოპ|ქარდს სთავაზობს

რე|ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს შესთავაზა სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი, განვადების შოპინგ ბარათი - ტოპ|ქარდი. ტოპ|ქარდი რეალურად 0%-იანი განვადების ბარათია - თუ მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების შემოთავაზებულ ვადებსა და პირობებს დაიცავს, მისი შენაძენის ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, თანაბრად გადანაწილდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტის მიერ განსაზღვრულ თვეებზე.

ბარათზე განვადების ლიმიტი 250-დან 5000 ლარამდეა. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი და მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ უწევს.

თუ აქამდე ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში იყო შესაძლებელი, ახლა მომხმარებელს შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება 45-დღემდე უპროცენტო პერიოდით გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი.

„ტოპ|ქარდი ერთადერთი ბარათია საქართველოში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორ უპროცენტო განვადების, ისე საკრედიტო ბარათის სახით. ამასთანავე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებით, რომელსაც რე|ბანკი პერიოდულად სთავაზობს ტოპ|ქარდის არსებულ და ახალ მომხმარებლებს. “ - ანანო ქორქია, რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისამდე ძალაშია რე|ბანკის მიერ დაშვებული საშეღავათო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც, ტოპ|ქარდით ნებისმიერ ადგილზე გადახდილი თანხის დაფარვას მომხმარებელი 1 ივლისიდან დაიწყებს და ხარჯი მომდევნო 6 თვეზე საკომისიოს გარეშე გადანაწილდება.

ტოპ|ქარდს გაცემის და მომსახურების საკომისიო არ აქვს, ის შოპინგის მოყვარულებისთვის არის შექმნილი. ტოპ|ქარდით მომხმარებელი ანაწილებს შესყიდვების ხარჯებს და ყოველთვიურად მეტი თანხა რჩება სხვა მიზნებისთვისაც.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100