ეს ლექსი სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულ 11 ადამიანს ეძღვნება - ძნელია ცრემლების გარეშე ამის წაკითხვა
ლექსი, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულ 11 ადამიანს ეძღვნება და რომელიც ძნელია ცრემლების გარეშე წაიკითხო.
დღეს განსაცდელი გვავლინა ღმერთმა,
და შეიწირა 10 ქართველი,
წუხილი გვკლავს და ტკივილი გვახრჩობს
რთულია ვთქვათ დღეს ჩვენი სათქმელი!
ზოგი სტიქარით იყო მოსილი,
ზოგი სამშობლოს ფრონტზე იბრძოდა,
თითქოს ნატრობდნენ ნათელ მომავალს,
მაგრამ ბოლოს კი ერთად იწვოდა !
იწვოდა მათი ლამაზი სული,
იწვოდა მათი ლამაზი ვნება ,
მათ ხომ ამ ქვეყნის შენება სურდათ ,
მაგრამ უფალმა ეს არ ინება!
მამის გარეშე დარჩა ტყუპები,
შვილის გარეშე დარჩა ქვეყანა,
შავით შემოსა ათივე დედა
რთულია შეწყდეს ცრემლთა ღვრა-დენა !
სიცოცხლის ბოლო დღემდე სჯეროდათ,
რომ ააგებდნენ უფლის "საცხოვარს",
მაგრამ ამაო დარჩა ოცნება,
რომელიც ჰგავდა "ღარიბ მათხოვარს"
ხალხი შიშველი ხელით ცდილობდა,
დახმარებოდა ამ 10 "ანგელოზს",
მაგრამ უფალმა წილად ირჩია,
რომ,მათ ეცხოვრათ მასთან "საქვეყნოს",
წმინდანნი იყვნენ ,და წმინდა ადგილს
მათ მიაშურეს თავისი გზები,
ყველა დამწუხრდა ,შავი ჩაიცვა,
და თავს დაეტყო ჭაღარა თმები!
ეხლაც კი ყურში მძაფრად ჩამესმის
ლოცვა, ვედრება ყოველი დედის ,
რომელნიც ზღვისპირ ქალაქში იდგნენ,
წყევლა გაჰქონდათ უიღბლო ბედის.!!!
სიცოცხლის ბოლო დღემდე სჯეროდათ,
რომ ააგებდნენ უფლის "საცხოვარს",
მაგრამ ამაო დარჩა ოცნება,
და დაემსგავსა "ღარიბ მათხოვარს"
ავტორი: თორნიკე ლეჟავა
კომენტარი