ლიბერთი ბანკი და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვის შესახებ აცხადებენ
ლიბერთი ბანკის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის და შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის ერთობლივი ძალისხმევით ქ. ბათუმის ავტობუსებში დაინერგა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა. ამიერიდან მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის უკონტაქტო CityPass საბანკო ბარათით. გადახდისთვის საკმარისია მომხმარებელმა CityPass ბარათი შეახოს ავტობუსებში სპეციალურად დამონტაჟებულ ტერმინალებს. მსგავსი პროექტი ლიბერთი ბანკმა უკვე წარმატებით განახორციელა ქალაქ რუსთავშიც.
სამგზავრო ბარათების CityPass გამოყენების წახალისების მიზნით, ლიბერთი ბანკმა 2014 წლის 1 ივნისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით დააწესა ფასიანი საჩუქრები (სმარტფონი, ნოუთბუქი ან ტელევიზორი) ყოველი მე-10,000 City Pass სამგზავრო ბარათით გადახდილი მზავრობისთვის. 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე დაფიქსირდა 100,000-ზე მეტი გადახდა და გამოვლინდა 10 გამარჯვებული, რომელთაც პრიზები დღეს, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტისა და ლიბერთი ბანკის მიერ ბათუმის მერიის შენობასთან გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე გადაეცათ.
ქ. ბათუმში უკვე დარიგებულია 16,500-ზე მეტი CityPass ბარათი, რომლითაც უკვე განხორციელდა მგზავრობის საფასურის 120,000-ზე მეტი გადახდა.
მომხმარებელს CityPass ბარათის გამოყენება ასევე შეუძლია სხვა არხების გამოყენებით, კერძოდ:
· მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ CityPass ბარათით და მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში, რომელთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება (სავაჭრო ობიექტების განახლებული სია იხილეთ ვებ გვერდზე http://cheap.ge)
· ბარათის მფლობელები შეღავათიანი ტარიფით გადაიხდიან კომუნალურ და სხვა ტიპის გადასახადებს ვებ გვერდიდან http://smartivi.ge
· ბარათით ანგარიშსწორებისას მომხმარებლები აგროვებენ ქულებს ლიბერთი კლუბში; დაგროვებული ქულების სანაცვლოდ კი შეუძლიათ მიიღონ ნაღდი ფული, შეავსონ სასაუბრო დრო მობილურზე ან გადაიხადონ კომუნალური გადასახადები. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ვებ გვერდზე www.LBClub.ge
· მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდისას აღარ იბეჭდება დამატებით ქაღალდის ბილეთი, რაც ანგარიშსწორებას უფრო კომფორტულს ხდის
სამგზავრო ბარათების - CityPass მიღება შესაძლებელია ქ. ბათუმში განთავსებულ ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში და ასევე მობილურ სერვის ცენტრებში უფასოდ.
CityPass ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელი იქნება შემდეგი არხებით:
· ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრების და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების საშუალებით
· NOVA - ს სწრაფი გადახდის აპარატებით (ფეიბოქსი)
· TBC Pay -ს სწრაფი გადახდის აპარატებით
· ნებისმიერი ბანკის VISA/MasterCard ბარათებით, ვებგვერდიდან Smartivi.ge
· საბანკო ჩარიცხვით
· eMoney ელექტრონული საფულის საშუალებით
კომენტარი