სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს ექსპერტი ინტერნეტში გავრცელებული ჟვანიას ცხედრის ფოტოების შესახებ?

საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მტკიცებით, სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

როგორც ჩაჩუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჟვანიას ცხედარს ტუჩზე, მხოლოდ ერთი დაზიანება აღენიშნებოდა.

"ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტუჩის არეში არსებული დაზიანება და სხვა არაფერი. მეორე ცხედარს, რაულ იუსუპოვს საერთოდ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს წერია დასკვნაში. მე არ ვიცი საიდანაა ეს კადრები. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა პროკურატურა და ვთხოვ, წარმოადგინონ ის ვიდეო, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული ერთი დაზიანების გარდა ჟვანიას ცხედარს სხვა დაზიანება არ ჰქონია", - აღნიშნა ლევან ჩაჩუამ.

მისივე განმარტებით, ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. "უნდა ჩატარდეს ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მე ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სახელწოდებით - "სააკაშვილი მკვლელი" გავრცელდა. ფოტომასალაზე ასახულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.
ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100