ქუჩური გარჩევა პარლამენტში - რა საუბარი შედგა ყაველაშვილ-მანჯგალაძეს შორის
ქუჩური გარჩევა პარლამენტში - რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის ხსენება პარლამენტში დღეს ლამის ხელჩართული ჩხუბის მიზეზი გახდა. ფარცხალაძის ხსენებამ "ხალხის ძალის" დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი წყობიდან გამოიყვანა და პაატა მანჯგალაძესთან საქმის გარჩევა ქუჩური წესებით პირდაპირ დარბაზში სცადა.
ყაველაშვილი მაჯგალაძესთან გადაჯდა და მათ შორის რამდენიმე წუთიანი საუბარი შედგა. მოკლე დიალოგის დროს, მანჯგალაძემ ყაველაშვილს უთხრა, რომ ქუჩის ბიჭი კი არა პოლიტიკოსია და რჩევა მისცა, ნუ დაიცავს რუსეთის აგენტს, ფარცხალაძეს, რაზეც ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მისი საქმე არაა, თუ ვის დაიცავს ის.
კომენტარი