სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიკა ჯამბურია: "გავთხოვდი... ვიცი, ჩემი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესოა..."

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის შემოქმედებას პირად ცხოვრების "გასაჯაროვების" ხარჯზე უზიარებს საზოგადოებას. თიკა თვლის, რომ მის შემოქმედებაზე მეტად, ხალხი მისი პირადით არის დაინტერესებული, ამიტომ მომღერალმა ასეთ ხერხს მიმართა:

"გ ა ვ თ ხ ო ვ დ ი !!!!!

ვიცი რომ ჩემი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესო და აქტუალურია ასევე ჩემი წონის გახდომის და გასუქების პრობლემაც... მაგრამ დამიჯერეთ უფრო საინტერესოა ის თუ როგორ გავიზარდე მუსიკალურად და როგორ მიყვარს ის საქმე რომელსაც ჩემი ცხოვრება მივუძღვენი.... ასე რომ მოუსმინეთ ჩვენს ახალ სიმღერას ძალიან ძალიან მაგარ ბიჭებთან ერთად და შეიყვარეთ ისე როგორც მე მიყვარს.

მაპატიეთ ტყუილისთვის უბრალოდ სხვანაირად ყურადღება ვერ მივიქციე )))))) და რაც მთავარიააა დაელოდეთ ჩვენს ახალ სიმღერებს..." - წერს თიკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და აქვეყნებს ახალ ნამუშევარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100