გომელაური ამბობს, რომ აქციის დაშლისას წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის ერთდროულად გამოყენება დასაშვები 2021 წელს გახადა
ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შტუმის და შეტევის დროს, შსს-ს გაზის, წყალის და სხვა სპეცსაშუალებებიც ერთდროულად გამოყენება შეუძლია - შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს მედიას უთხრა, რომ მან 2021 წელს პირადად გააუქმა 2015 წლის ბრძანება, რომელიც სპეცრაზმს ამის გაკეთებას უკრძალავდა.
ამასთან, მინისტრმა "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებული რაციის ჩანაწერების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ "გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი".
ავთენტური იყო თუ არა ეს ჩანაწერი, საკითხავია და ალბათ, გამოსაძიებელია და სანახავია, ნამდვილი იყო თუ არა, აწყობილი იყო თუ არა. მივხედავთ მაგასაც. ეს ბრძანება გამოცემული იყო 2015 წელს, რომელიც შეიცვალა 2021 - გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ქვეყნების, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო. სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად. ახალ ბრძანებაში წერია, რომ გაუქმებულია წინა 2015 წლის ბრძანება და შეიძლება გამოიყენო ერთდროულად წყალი და გაზი და არა მარტო ეს - ევროპაში იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც აქციის დასაშლელად. ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლებოდა?!“.- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
კომენტარი