„ნოკია“ მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს კარგავს
მსოფლიო სატელეფონო ბრენდი „ნოკია“ ნელ–ნელა პოზიციებს კარგავს და საშუალოფასიანი მობილური ტელეფონების მწარმოებელ კომპანიებს უთმობს ადგილს. „ნოკიას“ მორიგი წარუმატებელი პროდუქტი სმარტფონია, რომელიც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ელოპმა წარადგინა. ექსპერტთა შეფასებით კი, ახალი სმარტფონი ბრენდის რეიტინგის გაუმჯობესებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს.
მიუხედავად კომპანიის ხელმძღვანელის ადრინდელი განცხადებისა, რომ კომპანიის სტრატეგია Windows-ის პლატფორმაზე მუშაობას წარმოადგენდა, ახალი სმარტფონი Nokia N9 MeeGo-ს პლატფორმას იყენებს. სმარტფონს ღილაკები არ აქვს და აქტიურ ეკრანზე თითების შეხებით მუშაობს. ერთ დროს მობილური ტელეფონების ბაზრის ერთპიროვნული ლიდერი „ნოკია“ ამჟამად სმარტფონების სეგმენტის გარდა, პოზიციებს იაფფასიანი მოდელების ახალ მწარმოებლებსაც უთმობს. MeeGo პლატფორმა, რომელშიც Google–ი და Apple დომინირებენ, ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. „ნოკიამ“ ეს პროექტი 4 თვეში დატოვა და ორიენტირი Microsoft–ზე აიღო, რომელიც ფინური ფირმის ახალი თაობის სმარტფონების ბაზად უნდა ქცეულიყო.
კომენტარი