სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსი სავალუტო ფონდის წინააღმდეგ მოქმედებს

სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად, გაეყინა ხელფასები, ბელორუსის ხელისუფლებამ, პირიქით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 26,6 %–იანი ინდექსაცია მოახდინა. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მაისში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასების ზრდამ 5% შეადგინა. თუმცა ინდექსაცია 343 ათას ბელორუსულ რუბლამდე ხელფასებს შეეხება (1 დოლარი 4988 რუბლი ღირს). იანვარ–მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 25,4%–ით გაიზარდა. სავალუტო ფონდმა რჩევით მიმართა მინსკს, რუბლის „მცურავ“ კურსზე გადასულიყო, შეეჩერებინა საბიუჯეტო სფეროში ხელფასების ზრდა, გაეზარდა საპროცენტო განაკვეთები და მკვეთრად შეემცირებინა ეკონომიკის დაკრედიტება. მანამდე ფონდს დასახმარებლად თავად ბელორუსმა მიმართა, რომელიც ბოლო ათწლეულის ყველაზე მწვავე კრიზისს განიცდის. მინსკი ფონდს 3,5–დან 8 მილიარდ დოლარამდე კრედიტს სთხოვს. მაისის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რუბლის 36%–ით დევალვაცია მოახდინა, რის შედეგად ინფლაციის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ კრიზისის სათავე საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100