სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერიის სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სამსახური" არის პირდაპირი პასუხისმგებელი იმაზე რაც მეორე დღეა ხდება ქალაქში

ქალაქში შექმნილ სიტუაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომლის ვრცელ ფეისბუქ პოსტსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის მერიის სსიპ "ცხოველთა მონიტორინგის სამსახური" არის პირდაპირი პასუხისმგებელი იმაზე რაც მეორე დღეა ხდება ქალაქში. უკონტროლო ცხოველთა გამო საგანგებო ვითარების წარმოქმნის და განვითარების შემთხვევაში სწორედ ამ სტრუქტურას ეკისრება პასუხისმგებლობა და არა ზოოპარკს. შესაბამისად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნდა ბოდიშობდეს ეხლა და ირჯებოდეს დანარჩენი ცხოველების მოსაძებნად და არა ზოოპარკი, რომელსაც სულ სხვა რამ ევალება. ეს მუნიციპალური ერთეული (ცხოველთა მონიტორინგის სამსახური) 2 მილიონზე მეტს იღებს ხელფასების სახით. ჩაჰყევით ქვემოთ დებულებას და ნახავთ რომ მათი პირდაპირი მოვალეობა იყო – ჰქონოდათ: საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმა. ქალაქის მასტაბით თბილისის მერი და ეს სტრუქტურული ერთეული უნდა იყვნენ კოორდინატორები ცხოველთა მოძიების და დაკავების პროცესის.

რატომ არ ხელმძღვანელობდნენ ამ პროცესს თბილისის მერი და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო?

სად იყო მათ მიერ შემუშავებული წინასწარი გეგმა?

რა შუაში იყო საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ზოოპარკის ადმინისტრაცია? ეს ხალხი არის პასუხისგებელი ცხოველთა მოვლაზე, სახეობათა კონსერვაციაზე და ასე შემდეგ. საგანგებო ვითარების შემთხვევაში კი ისინი უკვე უბრალო მრჩვლებად უნდა გადაეყვანათ და არა ვითარების კრიზისის წარმმართველებად.

რატომ მართავდა პროცესს თავად კრიზისში მყოფი მინისტრადვერშემდგარი ჯანელიძე? ეს პროცესი ეროვნული მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა და შესაბამისად რატომ ერეოდა ის?

პირველ რიგში ამ კითხვებზე დავით ნარმანიამ უნდა გასცეს პასუხი – წყალდიდობაც და ცხოველთა გაქცევაც იყო ლოკალური კატასტროფა და სწორედ მას და ცხოველთა მონიტორინგის იმ ბედოვლათ სააგენტოს უნდა ემართათ ეს კრიზისი. რატომ ვერ მართავენ ამ კრიზისს? რატომ დაიწყეს პროცესის მართვა პრემიერ–მინისტრმა და მისმა სრულიად გაუგებარმა და პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს ჯიბრზე შექმნილმა საბჭომ?

ესეც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფლებამოსილებები. დავკვირვებით წაიკითხეთ ამ არაფრისმაქმისების დებულება და გასაგები იქნება ყველაფერი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-56

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის სფერო

1. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია:

ა) მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევტანაზია);

კ) დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს სიტუაციებზე (შემდგომში - საგანგებო სიტუაციები) რეაგირებისათვის;

ლ) საგანგებო სიტუაციების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;

მ) ცხოველთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა;

2. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს:

ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;

ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებას და სრულყოფას;

ე) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობას;

ვ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას;” - წერს ელისაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100