მეცნიერებმა სიმსუქნის მთავარი მიზეზი დაასახელეს და აღმოჩნდა, რომ გენეტიკა, კალორიული საჭმელი და ტკბილეული არაფერ შუაშია
დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარები ერთ ძალიან უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ - ადამიანის წონა არა გენეტიკაზე, კალორიულ საკვებზე ან ტკბილეულზეა დამოკიდებული, არამედ ოთახის მტვერზე.
კვლევებმა აჩვენა, რომ ნორმალურ ოთახში არანაკლებ 70 ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა, რომლებიც უშუალოდ ან ირიბად ხელს უწყობენ ცხიმის უჯრედების ზრდას. ბიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ეს ნივთიერებები არა მხოლოდ უჯრედების ზრდის ააქტიურებს, არამედ მეტაბოლურ დარღვევებსაც წარმოქმნის.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ეს "მინი-კანცეროგენები" ხშირ შემთხვევაში ენდოკრინოლოგიური დაავადების მიზეზიც ხდება. გარდა ამისა, ამ მიკრო ნაწილაკებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილზე, ამდენად, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანი იწყებს შიმშილის "გაძლიერებულ" შეგრძნებას და ნორმაზე მეტი საკვების მიღების აუცილებლობას.
კომენტარი