სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში 2015 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით EBRD-იმსაქართველოს ბანკი დაასახელა

თბილისი, 19 მაისი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა EBRD-ისჯილდოს, „2015 წლის ყველაზე აქტიური ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკსEBRD–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების“ფარგლებშიგადაეცა.

EBRD- ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა), 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-იმდღემდე 18.400 ოპერაციას დაუჭირა მხარიაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი: 33.4%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი: 32%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი: 33%) მიხედვით (2015 წლის 31დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 266 სერვისცენტრის, 746 ბანკომატისა და 2589 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100