მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კომპიუტერი
იაპონური სუპერკომპიუტერი, სახელწოდებით K Computer, ტოპ500–ის რეიტინგში, მსოფლიოში ყველაზე მძლავრ კომპიუტერად აღიარეს. იაპონურმა სისტემამ გაუსწრო ჩინურ Tianhe-1A–ს, რომელიც იმავე რეიტინგში 2010 წლის ნოემბრიდან ლიდერობდა. მძლავრი სუპერკომპიუტერების ხუთეულში შევიდნენ ასევე: ამერიკული სისტემა Jaguar, ჩინური Nebulae და იაპონური Tsubame 2.0.
ტოპ500–ის რეიტინგის მიხედვით, სუპერკომპიუტერების რაოდენობით (256 სისტემა) ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. მეორე ადგილზე, 62 კომპიუტერით, ჩინეთია, მესამეზე, 30 კომპიუტერით, გერმანია, მეოთხეზე კი – დიდი ბრიტანეთი. ხუთეულს იაპონია ასრულებს 26 სუპერკომპიუტერით.
სუპერკომპიუტერების რეიტინგი წელიწადში ორჯერ ცხადდება, ნოემბერსა და ივნისში. ახალი ლიდერი იაპონური ქალაქის, კობეს ფიზიკისა და ქიმიის კვლევის ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული. მისი მწარმოებელი კომპანია „Fujitsu“ – ა.
კომენტარი