როგორ ვმართოთ ოჯახის ბიუჯეტი
დღეს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად, ადამიანების უმრავლესობის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოჯახის ბიუჯეტის არასწორი გადანაწილებაა. წარმოიდგინეთ, საღამოს, როცა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით სახლში, კარებში გადასახადების ქვითრები გხვდებათ, ტელეფონზე ბანკის სესხის პროცენტის გადახდის თარიღს გახსენებენ, მეგობარი გირეკავთ და გთხოვთ წინა თვეში ნასესხები ფულის დაბრუნებას, თანხის ის რაოდენობა კი რასაც ყოველ თვე ხელფასის სახით იღებთ, პრაქტიკულად სულ გადასახადებსა და ვალებში გეხარჯებათ. ანუ რა გამოდის? თქვენი სურვილების ასრულებისათვის რესურსები აღარ გყოფნით.
რა არის ამის მიზეზი?
ზოგადად, არა ერთი მოვლენის გამო შეიძლება აღმოჩნდეთ ასეთ მდგომარეობაში, მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ დაბალი ხელფასი გაქვთ ან ფულის ხარჯვისკენ გაქვთ მიდრეკილება, ძალიან გიყვართ შოპინგი ან უბრალოდ ბევრი გაუთვალისწინებული ხარჯი დაგიგროვდათ, რას ვიზამთ, ხდება ხოლმე ყველაფერი ცხოვრებაში, მთავარია პრობლემის გაგების და მისი აღმოფხვრის შესაძლებლობა გქონდეთ.
ასეთი პრობლემების წარმოქმნის დროს, მნიშვნელოვანია, ზუსტად გაარკვიოთ რის გამო ხდება ასე. გარემო ფაქტორების თუ თქვენი ხასიათის ბრალია ეს ყველაფერი. ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი ნაკლის აღიარება და ხშირად, როდესაც ფინანსური პრობლემები ექმნებათ, სხვებს აბრალებენ ამას, რაც რეალურად არანაირი შედეგის მომტანი არ არის. შეიძლება დღეს გარშემომყოფებს დააბრალოთ „უფულობა“, მაგრამ თუ საფუძვლიანად არ შეისწავლით ამ პრობლემას და არ დაიწყებთ მასზე მუშაობას, იგივე განმეორდება შემდეგ თვეს, წელს და ასე დაუსრულებლად. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ამ „ჭაობს“ თავი კიდევ დიდხანს ვერ დააღწიოთ.
მაშინ, როდესაც ძირითად პრობლემას გაიგებთ, სანამ თქვენ თავს და გარშემომყოფებს შეპირდებით, რომ მეორედ ამდენ ფულს ფეხსაცმელში ან ჩანთაში აღარ გადაიხდით, მნიშვნელოვანია,რომ ყველაზე ოპტიმალური გზა იპოვოთ და არსებული დავალიანებები დაფაროთ, რადგან შეუძლებელია ვალების გადახდამდე მომავალი თვე დაგეგმოთ და ბიუჯეტი გადაანაწილოთ. ამისათვის კი ყველაზე სანდო მეგობარია საჭირო, რომელიც არ დაგაყვედრით, ყოველ დღე არ შეგაწუხებთ ზარებით და ზუსტად იმ დღეს დაელოდება დაბრუნებულ თანხას, რომელზეც წინასწარ შეუთანხმდებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, CCloan-თან თანამშრომლობის შემთხვევაში დამატებითი ბენეფიტებიც გაქვთ, ვიდრე მეგობრისგან სესხის თხოვნის დროს, რადგან თუ ვინიცობაა და მითითებულ დღეს ვერ ფარავთ კრედიტს, შეგიძლიათ გადაავადოთ და თავიდან აიცილოთ ფინანსური ჩავარდნები.
კომენტარი