სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში პირველად, 14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

დღეს საქართველოში პირველად აღინიშნება სახელმწიფო დროშის დღე. ამასთან დაკავშირებით თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს წინ, დაიდგა საქართველოს სახელმწიფო დროშის ბანერი, წარწერით – "14 იანვარი – სახელმწიფო დროშის დღეა!"

მეტროს წინ შეიკრიბნენ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში გამვლელებს ურიგებდმენ საქართველოს დროშებს.

აქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით ჩატარდა. მათი თქმით, სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნის ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს საქართველოში.

საქართველოს სახელმწიფო დროშა - საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰინთან ერთად– შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან. თავდაპირველად აღნიშნული ხუთჯვრიანი დროშა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული დროშა იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100